in

თანამედროვე თუშეთის თანამედროვე მითოლოგია – გასაოცარი თუშური ზღაპრები

დათო სიმონიას თუშური ზღაპრები

თუშეთში 2 კვირიანი ჯადოსნური მოგზაურობის შემდეგ, გადავწყვიტე სხვებისთვისაც მეჩვენებინა, რასაც მხოლოდ ფოტოებით ვერ გადმოვცემდი. მფარველი სულების, დემონების, ღმერთების და უბრალოდ, ფანტასტიკური არსებების შესახებ ისტორიების შეთხზვის შემდეგ, საკუთარ ფოტოებშივე ჩავამონტაჟე საკუთარი ნახატები და გამოვიდა თანამედროვე თუშეთის თანამედროვე მითოლოგია. იგეგმება, რომ ეს კონცეფცია მხოლოდ შერეული ტექნიკით შესრულებულ ვიზუალად არ დარჩეს და იქცეს ერთგვარ მითოლოგიურ ტურად, რომლის ფარგლებშიც ხალხი კონკრეტულ ლოკაციებს დაინახავს უაღრესად სუბიექტური, მაგრამ თან ფანტასტიკური ჭრილიდან. იმედი მაქვს, რომელიმე იქაურ სოფელში, ღია ცის ქვეშ გამოფენას გავაკეთებ და ყველა არსებას საკუთარ სახლში დავაბრუნებ.

ისტორიები:

ამბობენ, თუშეთის გზის ასავლელად, კატის მოქნილობაა საჭირო. იმასაც ამბობენ, ვინც ამ გზას შეუდგება, ისეთივე გრძელი და დაკლაკნილი სულები მფარველობენ, როგორც თავად გზააო. თუ ყურადღებით დააკვირდებით, ნისლის ნაფლეთებში თქვენც დალანდავთ მგზავრების მფარველს, დინჯ და მუდმივად ფხიზელ თურსიხას.

Загрузка...

მსმენია, თითქოს თუშეთში გაფანტულ ყველა ლოდს თავისი პატრონი ჰყოლია. კოკლაცერთ–ერთი ლოდის მფარველია და მთელი დღის განმავლობაში აგროვებს მზის სხივებს, რომლითაც საღამოს საკუთარ ლოდს ათბობს


თქვენ იცნობდით ამ კომიქსების რეალურ გმირებს?