in

ვაჟა-ფშაველა, გაუხმაურებელი ტრაგიკული ისტორიები

არ შემხვედრია ადამიანი ვისაც ვაჟა ნამდვილად უყვარდეს და არ გავდეს ერთმანეთს ზნეობით

“უცნაური განცდაა, ხომ არსებობს სისხლით, გონებით, მორალით ნათესაობა, მე ვამბობ რომ არსებობს ვაჟათი ნათესაობა, არ შემხვედრია ადამიანი ვისაც ვაჟა ნამდვილად უყვარდეს და არ გავდეს ერთმანეთს ზნეობით, მენტალიტეთით, მისწრაფებით, ფასეულობით” _ ამბობს უდიდესი პოეტისა და მოღვაწის ვაჟა-ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი.
პოეტის ძმის, ნიკოს(ბაჩანას) შვილთაშვილი გულწრფელად საუბრობს საზოგადოების ფართო ფენებისთვისჯერ კიდევ უცნობ ისტორიებზე, რომლელიც რაზიკაშვილების გვარმა გამოსცადა მძიმე რეჟიმის პირობებში. წარსულის აღდგენამდე კი ლელა საკმაოდ რთულ აწმყოზე საუბრობს.
ლელა რაზიკაშვილი:
“ რაზიკაშვილობა მხოლოდ სასიამოვნო მოვალეობა არაა, დიდი ხარჯი და დარდია, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, უამრავი რამაა გამოსაცემი, გამოსაკვლევი. თარგმანები ყველაზე პრობლემატური თემაა, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო ლიტერატურამ ქართველებიდან მხოლოდ რუსთაველი და ვაჟა აღიარა, მსოფლიოს დიდ ნაწილს წინ აქვს ვაჟას ფენომენთან ზიარების ბედნიერება . თარგმანთან დაკავშირებით ყველაზე მეტი გააკეთეს რუსებმა. ყველა ელიტარული და გამოჩენილი მეოცერ საუკუნის მოღვაწე შეეხო ვაჟას. ნაყოფიერი იყო ზაბოლოვსკის, ცვეტაევას მუშაობა. მაგრამ საკმაოდ დიდი ვაკუუმია ინგლისური თარგმანების, მიუხედავად იმისა, რომ ეიფილდი მეცნიერი და მთარგმნელი წლობით მუშაობდა ვაჟას კათედრაზე. დიდი როლი შეასრულა ვაჟას პოპულარიზაციაში, თარგმნა პროზა და გაიტანა საზღვრებს გარეთ, პოეტური თარგმანის დეფიციტი ყოველთვის იყო. რამდენიმე წლის წინ გიზო ნიშნიანიძემ მომიყვანა ერთი გოგონა ნინო რამიშვილი და მითხრა გენიოსია და ეს დაიწყებს ვაჟას პოეზიის თარგმანსო, მაშინ გადაჭარბებული მეგონა მაგრამ ამ გოგონამ უკვე საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია, თავადაც პოეტია მაგისტრანტი, მუშაობდა ინგლისელ პროფესსორ ქალბატონ ვესტისთან ერთად, რომელსაც მთარგმნელობითი ჯგუფს ხელმძღვანელობს ბაირონის სკოლაში . სხვათაშორის ნინოს შარშანდელი წლისათვის, ვაჟას 150 წლის იუბილისათვის უკვე ნათარგმნი ქონდა 90-მდე ლექსი და სამი პოემა, ჩვენ შევძელით მხოლოდ მცირე საცდელი გამოცემის გაკეთება, სადაც შესულია 20 ლექსი ქართულად და ინგლისურად. ნინო რამიშვილის თარგმანების პოეტური კრებული არის საკმაოდ თამამი მცდელობა, შეიძლება ვინმემ დაიწუნოს, თუმცა ფაქტია, რომ უკეთესი ჯერ არ შეგვითავაზებია საზოგადოებისათვის.
გვქონდა საკმაოდ დიდი გეგმები, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენი რესურსებით ვერ გამოვცემთ დანარჩენ თარგმანებს. წეღან გითხარით ვაჟას შთამომავლობა ხარჯთან ერთად დარდიათქო და ამას ვგულისხმობდი, როცა ხარჯს ვერ ვწვდებით დარდში ვვარდებით. როცა ვაჟაზეა საუბარი ჩემი აზრით სახელმწიფოს არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება თუ რაა გასაკეთებელი. თუმცა მე რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ სხვათაშორის როცა მე როცა მივედი მუზეუმში დირექტორად გაპარტახებული იყო. ვაჟაობაც კი ინერციის, რიონულ დონეზე ტარდებოდა. ამას არ ქონდა ორგანიზებული ხასიათი.ერთი კია, ვაჟას მიმართ ყველაზე დიდი აქტიურობა ხალხისგან, ქვედა ფენებისგან მოდის.”
ლელა განსაკუთრებით ბევრს ფიქრობს თავისი დიდი წინაპრის იდეოლოგიაზე, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა…
“ ჩვენ თავიდან დავიწყეთ ვაჟას აღქმა, პოეზიას და პროზას რომ თავი დავანებოთ უაქტუალურესია დღესაც ვაჟას წერილები. ვაჟას წერლი თავისუფლებაზე, კოსმოპოლიტიძმზე და სხვა უამრავ თემაზე 2012 წლითაც შეგვიძლია დავათარიღოთ, იმდენად იდენტურია გამოწვევები, ბევრი რამ გვეცნობა თუნდაც ქართული რეალობიდან. დღეს ჩვენი პოლიტიკოსები რასაც ევროპულ ფასეულობებს ეძახიან და ევროპილ კონვენციებში ეძებენ პუნქტებს, ვაჟამ თავის პუბლიცისტურ წერილებში მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოაყალიბა თეზისებად. ეს დაინახა მსოფლიომ და აღიარა კიდეც. დასანანია რომ სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს ამას,
სხვათაშორის ქართველმა ხალხმა შედარებით ნაკლებად იცის ვაჟას მოღვაწეობისდა განცდების შესახებ. ეს ძალიან რთული პერიოდია, როცა საქართველო გაყოფილი იყო უმცირესობად და უმრავლესობად. ვაჟას და მისი თანამოაზრეებისთვის მთავარი გამოწვევა იყო ეროვნული დამოუკიდებლობა, საერთო ეროვნული ნიადაგის მომზადება. უმრავლესობისათვის კი მთავარი გამოწვევა კლასთა შორის დაპირისპირების გაღვივება გახლდათ. ეროვნული იდეებისთვის ბრძოლას ფაქტიურად შეეწირა ეს უმცირესობა, ილია მოკლეს, ვაჟა ფაქტიურად გაანადგურეს. სხვათაშორის ვაჟას გარდაცველებასთან დაკავშირებითაც ყოფილა გარკვეული ეჭვი ოჯახში, , ლევან რაზიკაშვილის შვილების, ჩემი ბებოების მოგონებების მიხედვით იყო ვერსია, რომელიც არ მინდა დავიჯერო, თურმე ბოლოს ვაჟა საკმაოდ მომჯობინდა, საავადმყოფოში ტარდებოდა ექიმების კონსილიუმები, რომლებიც სერიზულად განიხილავდნენ ვაჟას საკურორტო ზონაში გადაყვანას რეაბილიტაციისათვის. ოჯახიც ემზად- ებოდა ამისათვის. მის სიკვდილზე არ იყო საუბარი, სიცხეებიც კი არ ქონია იმ დღეებში, ამიტომ მისი სიკვდილი შოკისმომგვრელი იყო . ორ დღეში მოულოდნელად დამძიმდა და გამორიცხული არაა რომ განგებ მოეწყოთ. მანმადე ილია მოკლეს, აკაკის სიკვდილამდეც ქონდათ მისი დახრჩობის მცდელობა ცნობილი ფაქტია ესეც. ვერსია რომ ვაჟა თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, ერთგვარად გაამყარდე კომუნისტების მიერ ვაჟას ოჯახის მიმართ გამოჩენილი სისასტიკით. ფაქტიურად სასაკლაო მოაწყვეს, ეს ოჯახი იყო გამადიდებელი ლუპის ქვეშ, განსაკუთრებილი დაკვირვების ობიექტი, რადგან ხიფათის მოლოდინი ქონდათ ამ ოჯახიდან. სასტიკად გაუსწორდნენ ვაჟას ოთხ უახლოეს ნათესავს.

Загрузка...

ასე უყვარდა გალაკტიონს

გურამ რჩეულიშვილის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები