გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

სლოტ კლუბის მოლარე

betlive.club სტანდარტული ადგილზე
1,300 ₾ +ბონუსი
გამოცდილი
სრული
15 Sep - 15 Oct
განათლების გარეშე
ინგლისური, ქართული, რუსული
178
5

"betlive.club" ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

** www.betlive.club
** https://www.linkedin.com/company/betlive-club/
** https://www.facebook.com/betlive.club

"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას სლოტ კლუბის მოლარის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი ვარკეთილი;
** სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება);
** სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1300 ლარი და ბონუსი;
** უშუალო ხელმძღვანელი: სალაროს მენეჯერი, ჰოლ მენეჯერი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფულადი ოპერაციების წარმოება სამუშაო პროცედურის შესაბამისად;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
** სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
** კომპეტენციიდან გამომდინარე მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისათვის სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
** კომპანიის AML პოლიტიკისა და ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (აუცილებელია);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

betlive.club გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
** Fitpass;
** სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
** დრესკოდის უზრუნველყოფას;
** კვებას;
** პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას.

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** ტრენინგი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@betlive.club და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე" ან გთხოვთ შეავსოთ მოცემულ ბმულზე თქვენ შესახებ მინიმალური ინფორმაცია https://betlive.club/ka/jobs.

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ