გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

ბარმენი

betlive.club სტანდარტული ადგილზე
1,000 ₾ +ბონუსი
გამოცდილი
სრული
15 Sep - 15 Oct
განათლების გარეშე
ქართული
157
1

"betlive.club" ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

** www.betlive.club
** https://www.linkedin.com/company/betlive-club/
** https://www.facebook.com/betlive.club

"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი;
** სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება);
** სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00;
** უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი და ბონუსი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება, სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და მათი მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
** მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული კლიენტებისთვის;
** ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ყველა სახის შეკვეთის აღრიცხვა;
** გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება.

საჭირო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ბარში მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

betlive.club გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
** Fitpass;
** სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
** დრესკოდის უზრუნველყოფას;
** კვებას;
** პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას.

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** ტრენინგი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@betlive.club და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბარმენი" ან გთხოვთ შეავსოთ მოცემულ ბმულზე თქვენ შესახებ მინიმალური ინფორმაცია: https://betlive.club/ka/jobs.

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ