გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

დამხმარე ბუღალტერი

ნოვა სტანდარტული
კონკურენტული
სრული
22 Jul - 22 Aug
ბაკალავრი
ქართული
731
4

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას “ბუღალტრის დამხმარის” პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • უზრუნველყოს ნედლეულისა და მასალების შეძენისა და პროდუქციის წარმოების საკითხებზე საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება / კონტროლი (მათ შორის პროგრამული აღრიცხვა);
  • განახორციელოს გაყიდვების პირველადი დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი (ელ-სასაქონლო ზედნადები, ელ- დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი - გამოწერა / კორექტირება / გაუქმება);
  • აღრიცხოს კომპანიის დებიტორ-კრედიტორები;
  • გააკონტროლოს სამეურნეო მოვლენების კანონიერება და სათანადო დოკუმენტების დროულად და სწორად გაფორმება;
  • გააკონტროლოს ტვირთების მოძრაობის დროს თანდართული დოკუმენტაციის სისწორე და განახორციელოს კორექტირებები (საჭიროების შემთხვევაში);
  • განახორციელოს სტრანსპორტო კომპანიების მიერ გადაზიდვის პროცესში დოკუმენტების კონტროლი (ხელშეკრულება, ინვოისი);
  • უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა;
  • მონაწილეობა მიიღოს კომპანიაში დაგეგმილ ინვენტარიზაციის პროცესში, განახორციელოს შედარებები, სხვა საკონტროლო ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში, უქმე დღეებშიც უზრუნველყოს გადაუდებელი სამუშაოების შესრულება, რომლის დროულმა შეუსრულებლობამ შეიძლება მატერიალური ზიანი მიაყენოს ფირმას;
  • შეასრულოს ხელმძღვანელის სხვა მითითებები.უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მისი მითითებით ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფინანსები / ბუღალტერია);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);

სხვა მოთხოვნები:

  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • პედანტურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ