გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

მცხობელი

Kvareli Lake Resort სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
გამოცდილების გარეშე
სრული
26 Mar - 26 Apr
განათლების გარეშე
ქართული
60
0

სასტუმრო „ყვარელი პალასი“ გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენ გუნდს მცხობელის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ მცხობელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და წვლილს შეიტანს გემრიელი ცომეულის შექმნაში. მცხობელი პასუხისმგებელი იქნება პურის, ნამცხვრების, კრუასანების და დენიშების სრულფასოვნად მომზადებაზე, ხარისხზე და ვიზუალზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა პურების სახეობების, ნამცხვრების და სხვა ცომეულის მომზადება;
  • რეცეპტების და წარმოების განრიგის დაცვა, რათა უზრუნველყოს თანმიმდევრული ხარისხი და დროული წარმოება;
  • საცხობი აღჭურვილობისა და ხელსაწყოების სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
  • კოორდინაციის გაწევა, რომ ყველა გამომცხვარი პროდუქტი აკმაყოფილებს ხარისხსს;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • გამოცდილება, როგორც მცხობელი ან საკონდიტრო მზარეული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

თუ გაქვთ საცხობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კვალიფიკაციას, გამოაგზავნეთ რეზიუმე საინტერესო შესაძლებლობისთვის, რათა შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და გამოავლინოთ თქვენი ნიჭი გემრიელი ცომეულის შესაქმნელად.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ყვარელი პალასი გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ