გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

უმცროსი ბუღალტერი

დომინო'ს პიცა სტანდარტული ადგილზე
1,000 ₾
გამოცდილი
სრული
22 Sep - 22 Oct
განათლების გარეშე
ინგლისური, ქართული
1,462
7

დომინოს პიცა (Domino’s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.

საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ხუთ ფილიალს.

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: უმცროსი ბუღალტერი

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ხელფასი: 800 – 1000 ლარი (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
  • გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
  • პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • სალაროს ნაშთის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • საბუღალტრო საქმიანობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (1C, BDO Balance);
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა B2 დონე);
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ყოველწლიურად ზრდადი ანაზღაურება.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა;
  • კარიერული განვითარება - პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივა.
  • ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში.

კონკურსის ეტაპები:

  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
  • გასაუბრება ფინანსურ მენეჯერთან.
  • ტესტირება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „უმცროსი ბუღალტერი“.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ