გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

ანაზღაურებად სტაჟირებას ქარხნის ოპერატორი

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია სტანდარტული ადგილზე
1,000 ₾
გამოცდილების გარეშე
სრული
01 Feb - 01 Mar
განათლების გარეშე
ქართული
675
5

"ჰაიდელბერგცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ქარხნის ოპერატორის პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივით, ბეტონის მწარმოებელ ქარხანაში.

სტაჟირება ცხადდება 2 ლოკაციაზე: ქ. თბილისი, ფექრების ქუჩა N32 და ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქუჩა #43
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (შაბათი და კვირა დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2
სტაჟირების განმავლობაში ანაზღაურება: 1000 (gross)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბეტონის წარმოების პროცესში ჩართულობა და მენტორის დავალებების შესრულება წინასწარ გაწერილი პროგრამის მიხედვით.
** ინერტული მასალებისა და ცემენტის ნაშთების კონტროლი.
** საქმიანობის შესწავლის მიზნით სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია (ლოჯისტიკა, ლაბორატორია, სარემონტო ჯგუფი, ბუღალტერია).
** წარმოების პროცესის დასრულების შემდეგ თანამშრომლებთან ერთად ქარხნის გასუფთავება ბეტონის ნარჩენებისაგან.
** კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** პროფესიის შეძენისა და განვითარების სურვილი
** უპირატესობად ჩაითვლება უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც
** სასურველია MS Office ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

არსებული ბენეფიტები:

** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი CV ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge ან მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟირება ქარხნის ოპერატორის პოზიციაზე (თბილისი)

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ