გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

ავტობუსის მძღოლი - დედოფლისწყარო

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
გამოცდილების გარეშე
სრული
01 Feb - 01 Mar
განათლების გარეშე
ქართული
193
0

"ჰაიდელბერგცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" დედოფლისწყაროში მდებარე კირქვის კარიერზე აცხადებს ვაკანსიას ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: დედოფლისწყარო, კირქვის კარიერი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ყოველ მეორე დღეს)
სამუშაო საათები: 09:00 - 21:00 სთ
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების ტრანსპორტირება ქარხანაში/ქარხნიდან დადგენილი მარშრუტის მიხედვით.
** წარმოების საჭიროებებიდან გამომდინარე პროდუქციის ან სხვადასხვა ხელსაწყოების გადატანა/ტრანსპორტირება.
** ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა და ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა.
** საზეინკლო სამუშაოების შესრულება საჭიროების შემთხვევაში.
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ერთი წელი
** განათლება - საშუალო/პროფესიული
** აუცილებელია მართვის მოწმობა D კატეგორია
** სასურველია საზეინკლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

არსებული ბენეფიტები:

** კომპანია უზრუნველყოფს კვების ანაზღაურებას
** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით
** უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე
** და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბენეფიტებს (ანაზღაურებადი 24 (სამუშაო) დღიანი შვებულება, 10 (კალენდარული) დღიანი შვებულება, და სხვა).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა). გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ავტობუსის მძღოლი (დედოფლისწყარო).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ