გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

სტაჟირება წარმოების რეპორტინგის სპეციალისტი

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
გამოცდილების გარეშე
სრული
01 Feb - 01 Mar
განათლების გარეშე
ქართული
335
0

"ჰაიდელბერგცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს 6 თვიან სტაჟირებას წარმოების რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე რუსთავის ცემენტის ქარხანაში დასაქმების პერსპექტივით.

ლოკაცია: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა #70.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (დასვენება: შაბათი და კვირა)
სამუშაო საათები: 08:00 - 17:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქარხანაში წარმოებული პროდუქციის ყოველდღიური აღრიცხვა მენეჯერების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
** წარმოების პროცესში გახარჯული ნედლეული მასალების ყოველდღიური აღრიცხვა.
** წარმოების პროცესში გახარჯული სათბობ-საწვავი მასალის ყოველდღიური აღრიცხვა და ანალიზი.
** საწარმოო აგრეგატების ნამუშევარი საათების ყოველდღიური აღრიცხვა და ანალიზი.
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი წინასწარ დადგენილ ვადებში.
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია MS Excel კარგად ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება.
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობებს
** ტრანსპორტირებას ქ. რუსთავის მასშტაბით
** კვების ანაზღაურებას
** კორპორატიულ დაზღვევას საუკეთესო პირობებით

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟირება წარმოების რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე (რუსთავი).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ