გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

ფინანსური ანალიტიკოსი

კომპანია ავერსი სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
დამწყები
სრული
01 Mar - 01 Apr
ბაკალავრი
ქართული
122
0

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე


ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური მოდელების, საოპერაციო ანალიტიკური რეპორტების და პროგნოზირებული ფინანსური უწყისების მომზადებაში მონაწილეობა.
  • ფინანსური უწყისების, საოპერაციო რეპორტების და მათი ცალკეული ელემენტების ანალიზი და ტენდენციების განსაზღვრა.
  • საოპერაციო ანალიტიკისა და სხვა კონკრეტული საკითხების ფინანსური შესწავლისათვის ინფორმაციის მოძიება, შეჯამება, ფინანსური/სტატისტიკური დამუშავება.
  • დასაგეგმი პროექტების ბიზნეს-გეგმებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის ინფორმაციის მოძიება, შეჯამება, ფინანსური/სტატისტიკური დამუშავება;
  • ბანკთან ურთიერთობა და საბანკო ოპერაციების განხორციელება და



მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში;
  • 1C-ის ERP სისტემაში მუშაობა ფინანსური / საოპერაციო რეპორტების მომზადების მიზნით.
  • სასურველია ანალიტიკური პროგრამების ცოდნა (Qlik, Power BI, Tableau…).
  • სერტიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
  • კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა.
  • ფინანსური ბუღალტერიისა და რეპორტინგის საწყისებისცოდნ;
  • საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების პროდუქტების საწყისების და მიკრო და მაკრო ეკონომიკის ცოდნა;
  • სტატისტიკის და მონაცემთა ანალიზის/დამუშავების ტექნიკის ფლობა;
  • მონაცემების მოძიების, დამუშავების, ფინანსური ანალიზის, ინფორმაციის შეჯამების და სტატისტიკური დამუშავების უნარი.


საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** დროის დაგეგმვის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;


მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);

კანდიდატურების მიღება იწარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) შემდეგ საათებში: 11.00სთ-იდან 15.00სთ-მდე. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 14,03,2024.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ