გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

HR მენეჯერი - ბათუმი

ბერმელი სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
გამოცდილი
სრული
15 Mar - 17 Mar
ბაკალავრი
ინგლისური, ქართული
62
0

შპს მისო "ბერმელი " აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში


ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • კომპანიის თანამშრომელთა აღრიცხვა, საშტატო ერთეულების მიხედვით ცვლილებების განხორციელება.
  • ბრძანებების წარმოება;
  • ტაბელის მართვა;
  • შვებულებების, საავადმყოფო ფურცლის, გაცდენების, დღისა და საათების უნებართვო გაცდენების კონტროლი და აღრიცხვა.
  • ზეგანაკვეთურით (შრომის კოდექსის შესაბამისად) მუშაობის შემთხვევაში (თუ იქნება ასეთი) ინფორმაციის მიწოდება თანამშრომელზე.
  • საჭირო დისციპლინარული ღონისძიებების გატარება (გაფრთხილება საყვედური და სხვ.) სამუშაო დღის/საათის უნებართვოდ გაცდენის შემთხვევაში.
  • მონიტორინგის მართვა:

ტაბელის მონაცემების შედარება ბრძანებებთან და პირიქით.

სამუშაო დღისა და სამუშაო საათების უნებართვო გაცდენის აღმოფხვრაზე მუშაობა.

  • თანამშრომელთა კორპორატიული ნომრებით უზრუნველყოფა და ამ ნომრებით მუშაობის ორგანიზაციის სრულყოფა.
  • ადმინისტრაციაში შემოსული და გასული კორესპონდენციების დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციის საქმისწარმოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი.
  • შემოსული და გასული კორესპონდენციებზე ნომრის დასმა/გატარება, გადამისამართება საჭიროებისამებს შესაბამის დეპარტამენტთან/თანამშრომელთან.
  • ცნობებისა და ნებართვებზე შემოსული განცხადებების განხილვა და პასუხის, ბრძანების ან ცნობის მომზადება.საჭიროების შემთხვევაში განცხადების განხილვა განყოფილების უფროსებთან და დირექტორთან.
  • ეროვნული ბანკიდან შემოსულ მეილებზე პასუხის გაცემა.
  • თანამშრომელთან მინდობილობების გაკეთება.
  • შემოსული დოკუმენტების მოთხოვნების შესრულება დირექტორის რეზოლუციის, ადრესატებზე ცნობების საფუძველზე.
  • გასული დოკუმენტების გატარებისა და გაგზავნის უზრუნველყოფა.
  • დოკუმენტაციის დალაგება შინაარსის მიხედვით - ფაილინგი.
  • ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა. აუცილებელია ექსელში მუშაობის გამოცდილება.
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
  • პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;

    სამუშაო პირობები:
  • სამუშაო საათებია: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:20
  • სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
  • ანაზღაურება - კვალიფიკაცის შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (HR მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მობილური: 568 700 300

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ