გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

 ბარმენის პოზიცია

IBIS სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
დამწყები
სრული
04 Jul - 04 Aug
განათლების გარეშე
ინგლისური, ქართული
305
1

ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

სასტუმროს გახსნის თარიღი - 2024 წლის სექტემბერი
სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22


ძირითადი მოვალეობები:
ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
შეკვეთების მიღება და მომზადება ოპტიმალურ დროში დადგენილი სტანდარტებისა და რეცეპტის შესაბამისად;
ბარში არსებული დანადგარების, ჭურჭლისა და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა;
ბარის მენიუს შემუშავება და განახლებაში ჩართულობა;
ყოველდღიურად, ბარის არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა, სასმლის შენახვა და მარაგების კონტროლი;
გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
რესტორნის საოპერაციო სისტემაში საკვებისა და სასმლის ხარჯების, ჩეკების, დარიცხვის ასახვა; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
სარესტორნო საოპერაციო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი, კრეატიულობა, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ბარმენი.“;

გაცნობებთ, რომ „ibis Tbilisi Ortachala“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებებს გისურვებთ!

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ