კომპანია „ფლაი.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურ-
ოპერატორის პოზიციაზე.
8 წლიანი წარმატებული სამუშაო გამოცდილების მქონე, წამყვანი ონლაინ ტურისტული
სააგენტო საქართველოში Fly.ge, მოგზაურობის მოყვარულებს მაქსიმალურ კომფორტს და
მომსახურების სრულ პაკეტს, ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. მათ შორის ავიაბილეთებს,
სასტუმროებს, სამედიცინო დაზღვევას, ბილეთებს საერთაშორისო სარკინიგზო
მარშრუტებისთვის და სხვ.
ჩვენს მომხმარებლებს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიან მომსახურებას ვთავაზობთ.
პლატფორმაზე Fly.ge ნებისმიერი სახის სერვისის დაჯავშნისა და შეძენის პროცესი, ძალიან
მარტივი, სწრაფი და სასიამოვნოა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მომხმარებლის სურვილის მიხედვით ავიაბილეთების ტურების მოძიება, კომპანიის
პარტნიორ არხებში ფასების შედარება და საუკეთესო ბილეთის /ტურის მომზადება;
შემომავალ ზარებზე,
შეტყობინებებებზე (კომპანიის სოც. ქსელები, ვებ გვერდი. მეილი) ოპერატიული და ამომწურ
ავი პასუხების გაცემა;
გაყიდული ბილეთების / ტურების შესახებ ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება;
გამგზავრების თარიღის / დროის ცვლილების შესახებ მეილზე ან კომუნიკაციის სხვა
არხებში შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და მგზავრისთვის აღნიშნული
ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
მგზავრზე ინვოისის გაწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება ტურიზმის ან ბიზნესის მიმართულებით;
ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია Amadeus პროგრამის ცოდნა);
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30სთ;
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქ. 49;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე:
vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში
თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 4 ოქტომბერი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი
პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს,
დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების
დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის
შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად
გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს
განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების
თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი
უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა
თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა
დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ
შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
თბილისი, საქართველო