ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.
სასტუმროს გახსნის თარიღი - 2024 წლის სექტემბერი
სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22
ძირითადი მოვალეობები:
სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, რესტორნის ყველა შეკვეთის შესრულება, ხარისხიანად, რეცეპტის ზედმიწევნით სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
სამზარეულოდან გასული თითოეული კერძის ხარისხის კონტროლი;
სეზონურად მენიუს განახლება, ახალი რეცეპტების და პრეზენტაციის შემუშავება და თვითღირებულების გამოთვლის პროცესში ჩართულობა;
საკვები პროდუქტების დახარისხება, შენახვა, წინასწარი მარაგებით საწყობების შევსება;
სამზარეულოში არსებული დანადგარების, მოწყობილობებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და გაუმართაობის შემთხვევაში რეაგირება;
სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა, მონაწილეობა მიიღოს მათ სწავლება და გადამზადებაში;
საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
გუნდურად მუშაობის უნარი;
შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „შეფ დე პარტიე.“;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2024 წლის 30 ივლისი
გაცნობებთ, რომ „ibis Tbilisi Ortachala“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.
წარმატებებს გისურვებთ!