"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს ბრენდული ობიექტების პრემიუმ
სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს მომსახურების
სტანდარტების დაცვა და გაყიდვების ზრდა.
სამუშაო ადგილი: ბათუმი.
სამუშაო გრაფიკი : ცვლებში 09:30-15:30 / 15:30 – 21:30 (კვირაში ერთი დღე შეიძლება 09:30 დან 21:30
საათამდე)
დასვენება: კვირაში 1 დღე
ანაზღაურება: საათობრივი ტარიფით, თვის ჭრილში მინიმუმ 800 ლარიდან + ბონუსი გაყიდვებიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
ჯორჯიაზ ნეიჩერალის მომხმარებლისთვის პრემიუმ მომსახურების გაწევა;
მომხმარებლისთვის ორგანული პროდუქტების შეთავაზება და საჭიროების შემთხვევაში
ინფორმაციის მიწოდება;
პროდუქციის მიღება და თაროებზე განლაგება მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება და სალარო ოპერაციების წარმოება;
გლოვო, ვოლტი და ბოლტის მომსახურება;
ობიექტზე ჰიგიენის შენარჩუნება;
ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სტუდენტი ან ბაკალავრი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სალარო ოპერაციების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი,
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@georgiasnatural.com და გთხოვთ,
წერილის სათაურში მიუთითეთ "პრემიუმ სერვისის კონსულტანტი".
ბათუმი, საქართველო