გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

სპეციალური პედაგოგი (ნახევარი განაკვეთი)

მონტესორის საბავშვო ბაღი სტანდარტული
კონკურენტული
გამოცდილების გარეშე
არასრული
25 Aug - 25 Sep
განათლების გარეშე
ინგლისური, ქართული
1,035
7

ინოვაციური განათლების ცენტრი აცხადებს სპეციალური პედაგოგის ვაკანსიას სკოლამდელი საგანმანათებლო დაწესებულებისთვის.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ დასაქმებასა და ამვდროულად ტრენინგებს, კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას მონტესორის საერთაშორისო ასოციაციის “Association Montessori Internationale” -ის სტანდარტების შესაბამისად.

კანდიდატთა შერჩევის შემდგომ, მათი გადარჩევა მოხდება ადმნინისტრაციის ხელმძღვანელის, ძირითადი ფსიქოლოგისა და აკადემიური ნაწილის ხელმძღვანელის შეფასებისა და რეკომენდაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • შეაფასოს და აღწეროს განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელის სოციალური, კოგნიტური და ფუნქციური უნარები;
  • უზრუნველყოს აღსაზრდელის აქტივობებში ჩართულობა და ითანამშრომლოს აღსაზრდელის მიღწევების (ცოდნა-უნარჩვევების) შეფასების პროცესში აღმზრდელ-პედაგოგთან, ძირთად ფსიქოლოგთან და აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტთან;
  • შექმნას ინკლუზიური გარემო და აღამაღლოს ცნობიერება აღსაზრდელთა გარემოცვაში;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი პედაგოგიური ან/და ფსიქოლოგიური განათლება;
  • სასურველია ჩაბარებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა ან გავლილი ჰქონდეს ინკლუზიური განათლების 120 საათიანი ტრენინგი;
  • სავალდებულოა ერთ წლიანი გამოცდილება განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელებთან;

სავალდებულო ცოდნა:

  • ენები: ინგლისური ან/და რუსული მაღალ დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამები: “Microsoft Office”.

უნარები:

  • თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • გუნდურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ