გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

ფინანსური მენეჯერი

სს ნიკორა სტანდარტული ადგილზე
1,400 ₾
გამოცდილების გარეშე
სრული
01 Aug - 01 Mar
ბაკალავრი
ქართული
4,202
16

სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს “ვაკიჯვრის კალმახი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფინანსური საქმიანობის აღრიცხვა, დაგეგმვა, ანალიზი და რეპორტინგი;
  • კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის გეგმის შედგენა და ბრუნვის კონტროლი;
  • კომპანიის ფინანსური მონაცემების ანალიზი და ბიუჯეტის შედგენა;
  • ბიუჯეტის შესრულების ანალიზი და კონტროლი;
  • კომპანიის ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის დახურული თვის ანალიზის და რეკომენდაციების მიწოდება;
  • მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება;
  • კომპანიის ფინანსური ანგარიშგების, ხარჯთაღრიცხვისა და სხვა სახის ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება;
  • ფინანსური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანგარიშგების მომზადება (IFRS-ის სტანდარტის მიხედვით);
  • ფინანსური უწყისის წარმოება (მოგება-ზარალი, თანხის მოძრაობა);
  • კომპანიის სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ხარჯების მონიტორინგი;
  • საბუღალტრო ოპერაციების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
  • პროდუქტის თვითღირებულების დადგენა;
  • დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მუდმივი კონტროლი;
  • კომპანიის ფინანსური პროცესების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ფინანსურ პროცესებში სიახლეების (ტექნიკური, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და სხვა) ინიცირება;
  • კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და საჭიროებისამებრ, დროული რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების მიმართულებით;
  • Microsoft Office (Word - კარგად, Excel - კარგად);
  • ერთ-ერთი ევროპული ენა (რუსული, ინგლისური) - კარგად;


პიროვნული თვისებები და უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • სისწრაფე და მოქნილობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

პირობები:

გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00 – 18:00 სთ

მდებარება: გურია, სოფ. ვაკიჯვარი

ანაზღაურება: 1400 ლარი

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ